On this day, June 16 according to the Julian Calendar (June 29 civil calendar), the Georgian Orthodox Church commemorates Hieromartyr Tigriy the Priest and Eutropius the Reader.
The Georgian Orthodox Church commemorates Hieromartyr Tigriy the Priest and Eutropius the Reader on June 16 according to the Julian Calendar (June 29 civil calendar).
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის,
იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს და 14 სექტემბერს) თანამედროვეები და
ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა,
ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი – სიწმიდითა და კეთილგონიერებით
გამორჩეული ქრისტიანი – კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს,
როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროოს ხუცესი და ევტროპი
წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის
მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი
ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა
სული. წმიდა ევტროპიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მისი სხეული, რომელიც უღმერთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, ქრისტიანებმა ღამით
მალულად წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დროს ცხადად ისმოდა
ანგელოსთა გალობა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
May the intercessions of Hieromartyr Tigriy the Priest and Eutropius the Reader be with us all.