Site icon Iveron Icon Orthodox Church

Saint Ephrem, Patriarch of Serbia — June 15 – Old Style / June 28 – New Style

Icon of Saint Ephrem, Patriarch of Serbia

Icon of Saint Ephrem, Patriarch of Serbia. Source: Ortox.

On this day, June 15 according to the Julian Calendar (June 28 civil calendar), the Georgian Orthodox Church commemorates Saint Ephrem, Patriarch of Serbia.

The Georgian Orthodox Church commemorates Saint Ephrem, Patriarch of Serbia on June 15 according to the Julian Calendar (June 28 civil calendar).

წმიდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი. წმიდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის
მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს
კი წმიდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა
დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს უმძიმდა მწყემსმთავრული პატივი, მისი გული ისევ
ჩუმი მოღვაწეობისაკენ მიილტვოდა. მან თავისი ნებით დატოვა საპატრიარქო კათედრა და
სამოღვაწეოდ დუშანოვოს მონასტერში გადავიდა. 10 წლის შემდეგ წმიდა ეფრემი კვლავ
სათავეში ჩაუდგა სერბეთის ეკლესიას და 1400 წლამდე, სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა
მას. წმიდა ეფრემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საკათედრო ტაძარში
დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

May the intercessions of Saint Ephrem, Patriarch of Serbia be with us all.

Exit mobile version