Site icon Iveron Icon Orthodox Church

Holy Right-Believing Prince Lazar of Serbia — June 15 – Old Style / June 28 – New Style

Holy Right-Believing Prince Lazar of Serbia

Holy Right-Believing Prince Lazar of Serbia

On this day, June 15 according to the Julian Calendar (June 28 civil calendar), the Georgian Orthodox Church commemorates Holy Right-Believing Prince Lazar of Serbia.

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო
იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად
ემზადებოდნენ.

წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის
მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად
იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა
მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა
როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის
წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე.
ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. შემდეგ
დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა
ლაზარეს თავი მოჰკვეთეს. 1391 წელს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები როვანიცას მონასტერში
დაასვენეს, თურქების მიერ ამ სავანის დანგრევის შემდეგ კი, 1683 წელს, ისინი ფრუგის
მთაზე, ნოვაია როვანიცას მონასტერში გადააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

May the intercessions of Holy Right-Believing Prince Lazar of Serbia be with us all.

Exit mobile version